Monday, February 29, 2016

პროექტის გეგმა

1.      პროექტის სახელწოდება ო,  აფხაზეთო , ბევრი კარგი მოყმის გამდელო!“
2.      პროექტის  აქტუალობა: შოთა ნიშნიანიძის ლექსის „აფხაზური კანტატა“ საშუალებით  მოსწავლეები გაეცნობიან პოეტ შოთა ნიშნიანიძეს ,მოიძიებენ ცნობებს მისი ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ, შეეხებიან ყველა ქართველისათვის მტკივნეულ  აფხაზეთის თემას, ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი  ძმობის ისტორიას.
3.      პროექტის მიზანი შოთა ნიშნიანიძის მიერ აფხაზეთის თემაზე შექმნილი ლექსებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ნაწარმოებების ,ისტორიული ცნობების მოძიებითა და გაცნობით მოსწავლეებში გავაღვივო სიყვარული აფხაზი ხალხისადმი და რწმენა საქართველოს გამთლიანებისა.
4.      მონაწილეთა ასაკი:VIII კლასი-საბაზო საფეხური.
5.      პროექტის ხანგრძლივობა:   2 კვირა
6.      მოსალოდნელი პროდუქტი: კედლის გაზეთი, სლაიდ შოუ, ბლოგი, ნახატები, ბუკლეტი.
7.      პროექტის მიმდინარეობა:  პროექტის მონაწილეთა დაყოფა ჯგუფებად, რომელთაც მიეცემათ დავალებები, შეხვედრები ხარვეზების  აღმოსაფხვრელად, საუბრები,  მივუთითებთ  ვადებს.
8.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,  ხელოვნება, ისტ-ი.
9.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, წიგნი, ფორმატები, ფერადი მარკერები.
10.  პროექტის ხელმძღვანელი: ნათელა რატიშვილი
11.  ხელმძღვანელის  ელფოსტა: natela.ratishvili@gmail.com